Posts

მე9 დღის რეფლექსია: გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს,საკმაოდ საინტერესოდ წარმოადგინეს ჯგუფის წევრებმა. დიდი მადლობა თამუნას,ასეთი ნაყოფიერი , პროდუქტიული და დაუზოგავი შრომისთვის. მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება, რომელიც ორიენტირებულია სამომავლოდ დასამახსოვრებელ ცოდნაზე.
მე-8 დღის რეფლექსია განვიხილეთ, როგორ ხორციელდება ფასილიტაცია პროექტზე დაფუძნებული სწავლების პროცესში.განვიხილეთ, როგორ შეიძლება გუგლ დრაივის გამოყენებით კოლაბორაციული თანამშრომლობის ხელშეწყობა.გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს, მოვახდინეთ კორექტირება და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
მე-7 დღის რეფლექსია: გავეცანით ინდივიდუალურ განსხვავებებს სწავლების დროს:აღქმის სტილი, ტვინის ჰემისფეროების დომინირება, მრავალმხრივი ინტელექტი, აქედან გამომდინარე შევავსეთ შეფასების ინსტრუმენტები და დიფერენცირებული მიდგომის ველები, ხელი შევუწყოთ, როგორ ჩამოყალიბდნენ თვითრეგულირებად მოსწავლეებად.
მეექვსე დღის რეფლექსია: გავიხსენეთ შეფასების დროის ჩარჩო და დავწერეთ პროექტის მსვლელობა, შევქმენით ბუკლეტი.ჩვენი ტრენერი უმაგრესიაააა.
მეხუთე დღის რეფლექსია-შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მოვახდინეთ შეფასების რუბრიკის ადაპტირება მოსწავლის ნაშრომის მიხედვით.
                                           მეოთხე დღის რეფლექსია     გავეცანით ეფექტური პრეზენტაციის მომზადების წესებს, მოვამზადეთ პროექტის თე მის პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. გავეცანით საავტორო უფლებების წესებს, ასევე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს. ბლოგზე გავაკეთეთ  გამოკითხვა. ავტვირთეთ სურათები და გავაზიარეთ ვიდეო.         ძალიან საინტერესო დღე იყო.

მოცულობა-3D (ნანა დაბრუნდაშვილი)

Image